|
2025-08-06 13:12:22, 1954 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ ნიკა მელიამ მტკიცებულებები გაანადგუროს, ან მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარე მის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. დაცვის მხარის განცხადებით კი, რისკები, რომლებიც ბრალდების მხარემ ჩამოთვალა, გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო და ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მომხდარიყო, თუმცა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)