15:13 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 12:56:29, 1837 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ნიკა მელია. მან პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

მოსამართლემ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაკითხს პირთა სია, რომელიც დაცვის მხარემ სადავოდ გახადა და მათ გამოკვლევას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics