|
2025-07-25 16:32:14, 4115 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა 31 ივლისს განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უმაღლესი რადას თავმჯდომარეზე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, უმაღლესმა რადამ კანონპროექტი 31 ივლისს „ელვისებური სისწრაფით“ უნდა განიხილოს. „ამ კანონპროექტის განხილვისას, მე მის დაუყოვნებლივ მიღებას და ასევე, მის დაუყოვნებლივ ხელმოწერას შევთავაზებ“, - განაცხადა სპიკერმა. შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება. უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა. ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ დაამტკიცა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)