|
2016-03-21 14:06:42, 702 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე: სამწუხაროა, რომ კარასინის განცხადებებზე საუბრისას, პრეზიდენტი რუსულ წყაროებს დაეყრდნო
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარომადეგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღის ფორმატთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების გამო, გაოცებულია. როგორც აბაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სამწუხაროა, რომ გრიგორი კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას, პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ - რუსულ წყაროებს. „რაც შეეხება პრეზიდენტის გუშინდელ კომენტარს, 16 მარტს პრაღაში გამართული შეხვედრის თაობაზე და პირადად ჩემი მისამართით. მართალი გითხრათ, მე გაოცებული დავრჩი. სანამ პრაღში წავიდოდი, მე რამდენიმე დღით ადრე, შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდით ჩვენ პრაღაში. ასევე შევხვდი სხვა უწყებების ხელმძღვანელებსაც და წარმოამდგენლებს. გუშინწინ, პრაღიდან დაბრუნებისთანავე, დავიწყე შეხვედრები, უპირველეს ყოვლისა, შევხვდი პრემიერს, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა უწყებების ხელმძღვანელებს, შევეცდები, უახლოეს მომავალშივე შეხვდე პრეზიდენტის მრჩეველს და, რა თქმა უნდა, თვითონ პრეზიდენტს, თუ მას ასეთი სურვილი აქვს, ან ექნებოდა. გარდა ამისა, სრული წერილობითი ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უშიშროების საბჭოს. ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კერძოდ, ბატონ კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას, პრეზიდენტი გუშინ დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ- რუსულ წყაროებს. მას, ან მის წარმომადგენელებს რომ ჩვენი ინფორმაციისათვის მოესმინათ, მე მათ ავუხსნიდი, რომ როდესაც ბატონმა კარასინმა პრაღაში თავისი ცნობილი განცხადებები გააკეთა შეხვედრის დაწყებამდე, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. ამგვარად, მე არ მქონდა საშუალება, რუსი კოლეგისათვის პასუხი მყისიერად გამეცა. თუ რა ვისაუბრეთ ჩვენ ორმხრივ შეხვედრაზე, რა პასუხი გავეცი მას, რა კომენტარი გაკეთდა ჩემი მხრიდან, ეს მოხსენებით ბარათში დეტალურადაა ასახული და სიტყვიერადაც შემეძლო მომეხსენებინა. სხვა საქმეა, რომ ბატონ კარასინის ადგილას, მე ასე არ მოვიქცეოდი და ამგვარი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი. ამის თაობაზე აუცილებლად მექნება მასთან საუბარი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადასახედია და ის დაზუსტებას საჭიროებს. როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, ზურაბ აბაშიძე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა მსჯელობდეს და არა-საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. "გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ და საკადრისი პასუხი. როგორც მოვისმინეთ, იქ ამ საკითხებზე არ იყო არანაირი პასუხი გაცემული. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რომ იქ პოლიტიკურ თემატიკაზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი უნდა იყოს რიტორიკა ქართული მხარის და სხვა თემებთან დაკავშირებით, ვიცოდეთ, რომ იქ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. პირველი ესაა დასაზუსტებელი და მეორე, ალბათ ასეთი ტიპის განცხადებებს თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი ამ ფორმატშივე, ის არის პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)