|
2025-07-16 10:19:22, 4085 ნახვა
ომი უკრაინაში
თავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა
რუსებმა ღამით ვინიცაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რის შედეგადაც ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზარალდა და დაშავებულებიც იყვნენ. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით, ვინიცის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ორი სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი დაზიანდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. 8:00 საათის მონაცემებით, ერთი ხანძარი ჩამქრალია, ხოლო მეორე ობიექტზე სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადეს მაშველებმა. ვინიცის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნატალია ზაბოლოტნაიას ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა აქამდე 7 ადამიანს შეადგენდა. „სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ზიანი მიადგა, ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ოთხი სახლი“, - დასძინა მან. მანამდე, ქალაქის მერმა სერგეი მორგუნოვმა განაცხადა, რომ 4 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რუსებმა შაჰედებით იზმაილის რეგიონსაც შეუტიეს. რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, გაჩნდა ხანძარი და მას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ებრძვის. მსხვერპლი არ ყოფილა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)