05:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-15 18:54:19, 1643 ნახვა

პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ლუაზო თავისი განცხადებით “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშრის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი დაუსრულდა და “კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის”.

“ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მინისტრების პარალიზება ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის არაერთ მოთხოვნას. იმის მიუხედავად, რომ აქ უმრავლესობის მიღწევა მარტივი არ არის, ამას ვახერხებთ ხოლმე”, - წერს ლუაზო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics