|
2025-07-15 15:42:02, 1637 ნახვა
საზოგადოება
ხანძრის რისკი იზრდება - ტყის ტერიტორიები 24 საათის განმავლობაში პატრულირდება
„ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი იზრდება, რის გამოც მეხანძრეები და მაშველები ტყის ტერიტორიებს 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. სამსახური მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გააძლიერა მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რისკის ზონებში. შესაძლო საფრთხეების პრევენციისა და თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები და მაშველები ტყის ტერიტორიებს 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ ყველა საჭირო აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა - არ აანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ტყეებთან და მინდვრებთან ახლოს და არ დატოვონ ხანძარი უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. „კვამლის ან ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ნომერზე 112“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)