|
2025-07-14 22:33:22, 2502 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - შენობა, სადაც ჩამონგრევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მისივე თქმით, ასევე დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში შესაბამის მკურნალობას გადის. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შენობა ავარიული იყო, თუმცა მაცხოვრებლებს შორის განსახლების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სრული თანხმობის მიღწევა ვერ მოხერხდა. „რაც შეეხება შენობას, ის ავარიული იყო, მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული და რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ იცოდა და დიდუბის რაიონის ადმინისტრაციაში მრავალი შეხვედრა გაიმართა. მათ შესთავაზეს განსახლების პროგრამაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უზრუნველვყოფდით ამ შენობის დანგრევას და ახლის აშენებას. ამ პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა მაცხოვრებლების 100%-იანი თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ არის მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, ვინც დათანხმდა, ნაქირავებ საცხოვრებელში გადაიყვანეს, დანარჩენებმა კი ამ ეტაპზე უარი თქვეს. „ეს არის რეალური სიტუაცია“, - თქვა კახა კალაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)