|
2025-07-09 10:42:36, 2183 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია მთავარს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა "გადაიყვანეს ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში. მდგომარეობა სტაბილურია, ძალიან გაუმჯობესებული პარამეტრებით. მართვით სუნთქვაზეა, ამხელა გზაზე როგორ შეიძლება მოხსნა, გადაიყვანეს ღამით 2 საათზე" | თქვა ტურძელაძემ მთავართან აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, გამთენიას, საგარეჯოში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. ინციდენტის დროს ის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. ახვლედიანი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს, ის გუშინ 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ერთი ჭრილობა აქვს და ფილტვი აქვს დაზიანებული
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)