|
2025-07-04 10:03:58, 36697 ნახვა
რეგიონი
უკრაინული დრონების თავდასხმამ მოსკოვის და როსტოვის ნაწილი უშუქოდ დატოვა
4 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სერგეევ პოსადს შეუტიეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა. მისი თქმით, ქალაქში ოთხი დრონის ჩამოვარდნა დაფიქსირდა. რეიდის დროს ორი ადამიანი დაშავდა: ერთ-ერთ მათგანს თავის დახურული ტრავმა ჰქონდა, მეორეს კი კისრის ღია ჭრილობა და გულმკერდის დაჟეჟილობა. დრონის ნარჩენების ჩამოვარდნის შედეგად, ზვეზდოჩკას მიკრორაიონში ელექტროქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა, განმარტა ქალაქის რაიონის ხელმძღვანელმა ოქსანა ეროხანოვამ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რაბოჩის, სკობიანკას, პტიცეგრადსკის, კლემენტიევსკის და ფერმას მიკრორაიონებიც. „ობიექტების ელექტროენერგიასთან შესაერთებლად გენერატორები შემოჰყავთ. პირველი პრიორიტეტი ხანძრის ჩაქრობაა, შემდეგ კი როსეტის სპეციალისტები ქვესადგურების მუშაობას აღადგენენ“, - წერს ეროხანოვა. უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს როსტოვის ოლქს, სადაც შახტიში ტრანსფორმატორულ ქვესადგურს თავს დაესხნენ. „თითქმის 2 ათასი კერძო სახლი, სადაც 6 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვესადგურთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლს დაზიანებული ჰქონდა ფანჯრები. „ხალხს შორის დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა რეგიონის მოვალეობის შემსრულებელმა გუბერნატორმა იური სლიუსარმა. გარდა ამისა, აზოვისა და ტარასოვსკის რაიონების ცაში დრონები გამოჩნდა. აზოვში, სლიუსარის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობს, ასევე ე.პ. ლაკომოვას სახელობის სტადიონი. დაშავებულები არ არიან, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ამავდროულად, მილეროვსკის რაიონის სოფელ დოლოტინკაში დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი, 8-ბინიანი შენობა, ჩამოინგრა იატაკის ფილა და შედეგად ქალი გარდაიცვალა. დანგრეული სახლიდან 20 მცხოვრები ევაკუირებული იქნა, დააზუსტა რეგიონის ხელმძღვანელმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 48 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის დრონი გაანადგურეს და ჩაჭრეს. კერძოდ, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 26 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 12 - კურსკის ოლქში, ექვსი - ბელგოროდის ოლქში, სამი - ორიოლის ოლქში და ერთი - ლიპეცკის ოლქში. მოსკოვის რეგიონი ანგარიშში არ არის ნახსენები.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)