11:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 19:04:51, 940 ნახვა

პოლიტიკა
მარკ რუტე - აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს

მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია ამერიკული დახმარების გარეშე, აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „სრულიად ესმის” აშშ-ის მისწრაფება, რომ უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესები დაიცვან.

„მაგრამ როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია მთელი დახმარების გარეშე, რომლის მიღებაც შეუძლია, თუ საუბარია საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, - განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და „ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ, რომელიც ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები თავიანთ დაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებას ზრდიან, „მაგრამ არ შეგვიძლია აშშ-ის პრაქტიკული დახმარების გარეშე“.

„ეს ასევე აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრიანამ ომი არ წააგოს… ხოლო უსაფრთხო ევროპა ასევე უსაფრთხო აშშ-საც ნიშნავს. ეს სრულიად ურთიერთდაკავშირებულია,” - განაცხადა რუტემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics