10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 18:12:15, 1768 ნახვა

საზოგადოება
მანქანაზე მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა ორმაგდება

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, სატრანსპორტო საშუალებისთვის მაყუჩის თვითნებურად გადაკეთებისთვის ჯარიმა ორჯერ იზრდება. შესაბამისი ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ცვლილებებით, მაყუჩის გადაკეთებისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება - მართვის მოწმობაზე კი მძღოლს 10-ის ნაცვლად, 30 ქულა მოაკლდება. ასევე, პოლიციელს უფლება ექნება, ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მართვას ჩამოაშოროს და მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს. 

აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელსაც გადაკეთებული აქვს საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი მისი კონსტრუქცია.

კანონპროექტი სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალის დაყენებასაც შეეხება.

"სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის ნებართვის გარეშე დაყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. გარდა ამისა, მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა გამოაკლდება". - წერია კანონპროექტში.

ასევე, კანონპროექტით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაუმორჩილებლობის გამო, ქვეითისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრება - იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეითი მოძრაობის წესებს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დაარღვევს, ამისთვის 100 ლარით დაჯარიმდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics