|
2025-06-28 13:22:41, 850 ნახვა
მსოფლიო
თეირანში ისრაელის მიერ მოკლული სამხედროებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია იმართება
თეირანში მიმდინარე თვეს ისრაელის მიერ მოკლული სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვაზე სულ მცირე 16 მეცნიერსა და 10 მაღალი რანგის მეთაურს, მათ შორის, ირანის შეიარაღებული ძალების სარდალ, გენერალ-მაიორ მოჰამედ ბაღერს, ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურ, გენერალ ჰოსეინ სალამის და გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელ, გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეს გლოვობენ. დაკრძალვის ცერემონიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. ისრაელის მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალურმა პირმა 27 ივნისს განაცხადა, რომ ომის განმავლობაში მათ 30-ზე მეტი მაღალი თანამდებობის უსაფრთხოების ოფიცერი და 11 ბირთვული მეცნიერი მოკლეს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 12-დღიანი ომის განმავლობაში ირანის მხარეს 610 ადამიანი დაიღუპა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)