|
2025-06-26 09:57:05, 656 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან
მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ კომისია ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართავდა. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს. ასევე მოვუწოდებ კომისიას, რომ ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართოს - სფეროებზე, სადაც მას ნამდვილად აქვს მკაფიო როლი და პასუხისმგებლობა და სადაც ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, როგორებიცაა ენერგეტიკული კრიზისი და ევროპული კონკურენტუნარიანობის ეროზია. პატივისცემით, ვიქტორ ორბანი“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ უნგრეთის ხელისუფლებას, ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მისცენ. ორგანიზატორების ან მონაწილეების მიმართ რაიმე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სანქციების შიშის გარეშე. ლგბტქ+ თემს უნგრეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვუცხადებ: მე ყოველთვის თქვენი მოკავშირე ვიქნები“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)