22:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 12:48:38, 747 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება“.

„ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ.

პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი, ეს ეხება ყველას, ვინც შვილს ევროპაში სასწავლებლად უშვებს, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს.

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით საქართველოს სჯის.

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია, რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა, რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს და ბიძინას ბნელ ინსტინქტებს დაემორჩილოს.

ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ. დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და ამისთვის მთელ ერს სჯიან.

რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება.

ისინი თავისუფლებისთვის სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics