|
2025-06-21 16:05:10, 1117 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა
ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „საუბარი დამოუკიდებლობის სასახლეში დელეგაციების წევრების მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედიოდა საერთაშორისო საკითხები და მსოფლიოში არსებული ვითარება, რეგიონული საკითხები და ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები“, - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის დაწყებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ „კელოგის ვიზიტმა დიდი ხმაური გამოიწვია“. „ბატონო გენერალო, თქვენთან შეხვედრა ძალიან მიხარია. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან გულწრფელი და ღია იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს შეხვედრას?“, - განუცხადა ლუკაშენკომ კელოგს. კელოგმა ლუკაშენკოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან საშიშ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ წინაშე არსებული კრიზისები შეიძლება მკვეთრად გამწვავდეს, თუ გონივრულად და სამართლიანად არ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, კიტ კელოგი პირველი ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლებში ეწვია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)