|
2025-06-21 11:22:12, 1016 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს
აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით არის დაინტერესებული”. „აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა“. „აუცილებელია უკრაინის ნაცისტური ხასიათისა და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა. მესამე მხარეები უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებით არიან დაინტერესებულები და არა კონფლიქტის დასრულებით. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)