|
2016-03-18 19:33:10, 988 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართული აღჭურვილობით მომარაგდება
ქართული ჯარი მთლიანად „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით იქნება აღჭურვილი. უახლოეს ხანში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი ქართული ბატალიონი გაემგზავრება და ეს იქნება პირველი ქვედანაყოფი, რომელსაც ქართული აღჭურვილობა ექნება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ საწარმოო სიმძლავრეები ქართული შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს სრულად დააკმაყოფილებს. საწარმო ამჟამად თავდაცვის სამინიტროს კონკრეტულ შეკვეთაზე მუშაობს. ინდივიდუალური დაცვის სისტემებზე მუშაობის პოროცესში „დელტას“ სპეციალისტებმა საერთაშორისო სტანდარტები და სამხედრო ქვედანაყოფის მოთხოვნილებები გაითვალისწინეს. როგორც „დელტაში“ აცხადებენ, ტექნოლოგია დაიხვეწა და ახალი პროდუქცია გაცილებით მაღალი სტანდარტისაა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ახალი პროდუქციის ექსპორტზეც გასატანად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებით იყო აღჭურვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქართული ქვედანაყოფი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)