|
2025-06-17 15:10:15, 589 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს ისრაელის სურვილს, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე გადავიდეს
რუსეთი ირანსა და ისრაელს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნები კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზას დაადგნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა შემდგომში, ასე თუ ისე, მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზაზე გადავიდნენ“, - განაცხადა პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას. მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ვერ ხედავს ისრაელის მხრიდან სურვილს, რომ ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას დაადგეს. „თქვენ იცით, რომ რუსულმა მხარემ და, კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად იქნება შუამავლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს, სულ მცირე ისრაელის მხრიდან, მიიღოს რაიმე შუამავლობა ან მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადავიდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)