|
2025-06-17 12:50:35, 911 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა. „არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს. „მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გაკეთებულ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“. „არ მაინტერესებს, რა თქვა მან, ისინი ბირთვული იარაღის ფლობასთან ძალიან ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)