|
2025-06-16 21:06:16, 1190 ნახვა
მსოფლიო
Wizz Air-მა შეწყვიტა ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობა
Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეისი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე - ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანია დროებით შეწყვეტს ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობას. ''გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების ფონზე. Wizz Air-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება. კომპანია აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამთავრობო და საავიაციო უწყებებთან. ავიაკომპანია მაქსიმალურად შეეცდება, შეამციროს შეფერხებები მგზავრებისთვის და ბილეთების მფლობელებს პირდაპირ ავიაკომპანიის ვებსაიტზე დაუკავშირდება ელფოსტით – დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მათ შორის ჯავშნის შეცვლისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობებზე. მესამე პირის მიერ დაჯავშნილი ბილეთების შემთხვევაში, მომხმარებლებმა შესაბამის სააგენტოებს უნდა მიმართონ. Wizz Air მადლობას უხდის მგზავრებს თანადგომისთვის, ავიაკომპანია გააგრძელებს ინფორმაციის განახლებას მოვლენების განვითარებასთან ერთად.''- ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)