|
2025-06-16 18:23:02, 845 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვი - ბათუმის რეისზე თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოსძვრა
ლაინერს Superjet-100-ს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა აფრენისას მარჯვენა ძრავის ხუფი მოსძვრა. რუსული მედიის, მათ შორის ტელეგრამის არხის 112-ის ინფორმაციით არავინ დაშავებულა. იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც "ლურჯი" კოდი გამოცხადდა - საავიაციო შემთხვევა ჰაერში, რასაც ავარიული დაშვება მოჰყვა. „თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავის ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს “, - წერს გამოცემა "Авиаторщина" მოგვიანებით მოსკოვი-ბათუმის რეისი სხვა თვითმფრინავით შესრულდა. რამდენიმე დღის წინ კი ავიაკომპანია "აზიმუტის" რეისი, თითქმის ერთი დღე-ღამის დაგვიანებით შესრულდა, თბილისში გამოფრენა მოსკოვის დროით 11 ივნისს 23:45 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმეჯერ გადაიდო. ტელეგრამის არხის Baza-ს თანახმად, შემდგომში აეროპორტის მუშაობა შეიზღუდა უსაფრთხოების გამო. "მგზავრები უკვე ისხდნენ თვითმფრინავში, აფრინდა კიდეც, თუმცა ყოველ ჯერზე დაშვებას აიძულებდნენ, საბოლოოდ მგზავრებმა თვითმფრინავის დატოვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ისინი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს, ამის შემდეგ მგზავრთა ნაწილი საქართველოში სხვა ავიაკომპანიის რეისებით გაემგზავრა", - წერს რუსული მედია. მანამდე არაერთხელ გავრცლედა ინფორმაცია რუსული ავიკომოპანიების ტექნიკური პრობლემების შესახებ, მათ შორის იმ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით,რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)