12:02 - 20 Aug, 2026
|
2025-06-16 17:56:54, 866 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა
აშშ-მა რუსეთთან საელჩოების მუშაობის ნორმალიზების საკითხებზე დაგეგმილი კონსულტაციები გააუქმა , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაუქმდა. „დღევანდელი მდგომარეობით, მორიგი შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზების მიზნით „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ აღმოფხვრის შესახებ ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იგეგმებოდა, ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით გაუქმდა“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარის მიერ „დაწესებული პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)