|
2025-06-16 15:48:53, 838 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ცნობით, ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოთხდღიანი ოპერაციის ფარგლებში, ირანის კუთვნილი 120-ზე მეტი სარაკეტო გამშვები გაანადგურეს, რაც, მათი მტკიცებით, ირანელების რაკეტების საერთო რაოდენობის მესამედია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა კვირა საღამოს 20-ზე მეტი მიწა-მიწა კლასის რაკეტა მანამდე გაანადგურა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ. დეფრინის თქმით, საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანში, დაახლოებით 100 სამხედრო სამიზნეზე დარტყმისთვის 50-მდე გამანადგურებელი და თვითმფრინავი გამოიყენეს. „ამ იერიშების დროს დარტყმები ერთდროულად 20-ზე მეტ რაკეტაზე, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მათ გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)