13:36 - 20 Aug, 2026
|
2025-06-13 10:29:26, 746 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საჰაერო სივრცეები დახურეს
იორდანიამ, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, საჰაერო სივრცე დროებით დახურა. ინფორმაციას იორდანიის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. „ეს სიფრთხილის ზომები რეგიონში სამხედრო ესკალაციის გათვალისწინებით მიიღება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. მთავარი კომისრის, ჰაითამ მისტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებს და ფრენის უსაფრთხოების ვალდებულებებს. მანამდე, იორდანიის მთავრობის პრესსპიკერმა, მოჰამად მომანიმ განაცხადა, რომ იორდანია არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას და რომ სამეფო არ გახდება რაიმე კონფლიქტის ბრძოლის ველი. CNN-ის ცნობით, საჰაერო სივრცეები დახურეს ისრაელმა და ირანმაც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)