|
2025-06-12 18:25:04, 785 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა
ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა. ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს. ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო. „როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)