09:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 19:01:24, 1051 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება - შოკირებული ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში ტრაგიკული სროლით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გრაცის სკოლაზე თავდასხმის გამო ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ ღრმად შოკირებული ვართ ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი ტრაგიკული სროლით. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა ამ მძიმე პერიოდში. სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიას და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს მოკლულია ცხრა და დაჭრილია 12 ადამიანი. თავდამსხმელი გრაცის მცხოვრები ავსტრიელი 21 წლის მამაკაცია. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. მან სკოლის საპირფარეშოში თავი მოიკლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics