|
2025-06-10 17:05:51, 1041 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ 2024 წელს მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის პირს მიანიჭა, მათ შორის უმრავლესობა სირიელია
გერმანიამ 2024 წელს მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის პირს მიანიჭა. კერძოდ, გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისის ცნობით, გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა მიიღო 291 955-მა ადამიანმა, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმ ადამიანებს შორის, ვისაც გერმანიის მოქალაქეობა მიენიჭა, ყველაზე მეტი სირიელია. სტატისტიკის ოფისი განმარტავს, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა განპირობებულია მოქალაქეობის შესახებ კანონით. გასული წლის ივნისში მოქალაქეობის მიღებისთვის გერმანიამ ცხოვრების ვადა რვა წლიდან ხუთამდე შეამცირა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ეს ვადა სამ წელსაც შეადგენს. ამასთან, მრავალმა სირიელმა, რომელიც გერმანიაში 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ჩავიდა, მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა 2024 წელს მოიპოვა. ამგვარად, 2024 წელს მოქალაქეობა 83 150 სირიელმა მიიღო, რაც ნატურალიზაციის წლიური რაოდენობის 10,1%-ია. იმ პირებს შორის, ვინც შარშან მოქალაქეობა მიიღო, 8%-ს შეადგენენ თურქები, 5%-ს – ერაყელები, 4%-ს რუსები და 4%-ს ავღანელები. მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი ასევე პირებს შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნონ თავდაპირველი მოქალაქეობა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)