14:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 14:36:25, 792 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთს "მხოლოდ ძალის ენა ესმით", ხოლო ევროპა ამჟამად სუსტი მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს" - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს.

ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად სუსტია და ამიტომ, მას აშშ-ის დახმარება სჭირდება. უნგრეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. "რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება საჭიროა, მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ევროპა შეძლებს" - განაცხადა მან.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგან "რუსეთი ამისთვის ძალიან სუსტია. მას უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია და შესაბამისად, ვერც ნატოს შეუტევს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics