|
2025-06-09 10:15:12, 832 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები, სასწრაფოდ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმაურება. ტრამპი სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს. „დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. სასწრაფოდ!“ – წერს ტრამპი. შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებები მიმდინარეობს. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)