|
2025-06-08 17:37:03, 1197 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი, იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს
ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან, გემმა, რომლის ბორტზეც გრეტა თუნბერგი იმყოფება ღაზის სექტორის სანაპირომდე მიაღწიოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ. მე ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, რომ არ დაუშვან „მადლენის“ სიძულვილის ფლოტილიამ ღაზას სანაპიროებს მიაღწიოს და ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ანტისემიტ გრეტას და მის თანამებრძოლ „ჰამასის“ პროპაგანდისტებს ნათლად ვეუბნები: უკან უნდა დაბრუნდეთ, რადგან ღაზამდე ვერ მიაღწევთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, „ბლოკადის დარღვევის ან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების მცდელობებს“ არ დაუშვებს. გემი, რომლის ბორტზეც შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის გარდა 11 აქტივისტი იმყოფება, ღაზის სექტორის მიმართულებით სიცილიიდან გასულ კვირას გავიდა. აქტივისტების განცხადებით, მათ მისიას ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევა და ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)