|
2025-06-08 17:08:36, 1132 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი - სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის
რომი პაპი ლეო XIV ნაციონალისტურ პოლიტიკურ მოძრაობებს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის დროს ისაუბრა. ქადაგებისას პონტიფიკოსმა უფალს შესთხოვა, რომ „გახსნას საზღვრები, დაანგრიოს კედლები და გაფანტოს სიძულვილი“. „სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი ცრურწმენებისთვის, „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც ჩვენ მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ასევე აღზევებულს პოლიტიკურ ნაციონალიზმში“, – თქვა რომის პაპმა. რომის პაპის თქმით, „სული წმინდა ანგრევს ბარიერებს და ანადგურებს გულგრილობისა და სიძულვილის კედლებს, რადგან ის გვასწავლის და გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს“. ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის პირველი ამერიკელი პაპი გახდა. აღსანიშნავია, რომ რომის პაპად არჩევამდე, კარდინალი პრევოსტი არ ერიდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)