15:09 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 10:24:03, 959 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.

„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ პოლიციამ ურიბეს სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააკავა და ახლა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობას იძიებენ.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics