18:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 09:51:58, 811 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ბეირუთში საჰაერო თავდასხმები განახორციელა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების წარმოება იყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ ათასობით დრონს აწარმოებდა და რომელსაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ.

BBC-ი წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს.

საჰაერო დარტყმამდე ერთი საათით ადრე, ისრაელის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ დაჰიეს რაიონში, ჰადათის, ჰარეთ ჰრეიკის და ბორჯ ელ-ბარაჯნეს უბნების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„თქვენ ჰეზბოლას კუთვნილი ინფრასტრუქტურის გვერდით იმყოფებით“, - განაცხადა პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც კონკრეტული შენობების რუკას მოიცავდა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელის დარტყმები მკაცრად დაგმო.

„მკაცრად ვგმობ მათ და ჩვენს სამშობლოზე, მის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკაზე სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმად მივიჩნევ, განსაკუთრებით დღესასწაულებისა და ტურისტული სეზონის წინ“, - განაცხადა სალამმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics