15:09 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 09:50:17, 853 ნახვა

მსოფლიო
მედია - უნგრეთის პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო

უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო"თავისუფლების" უნგრული სამსახური უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდეშის” ფრაქციის ლიდერზე, მატე კოჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ უნგრულ პარლამენტს ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა 10 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კოჩიშის თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგებამდე არ გაიმართება.

“გამჭვირვალობის კანონს ამოვიღებთ ოთხშაბათის საკანონმდებლო კომიტეტის დღის წესრიგიდან, და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებთ, პარლამენტი კენჭს არ უყრის ამას”, - განაცხადა კოჩიშმა.

მისი თქმით, “ფიდეში” ერთიანია იმის რწმენაში, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები გამოიყენებოდეს სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე თუ როგორი ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს. კოჩიშის თქმით, ინიციატივაზე მსჯელობები შემოდგომაზეც გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics