15:53 - 20 Aug, 2026
|
2025-06-03 10:17:33, 782 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 70-მდე ადამიანი
თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, - ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა. „თოთხმეტი წლის აფრანურ გიუნლუს მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - წერს იერლიკაია. მისი თქმით, 69 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)