|
2016-03-17 15:01:09, 1282 ნახვა
ეკონომიკა
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში ასეულობით მედიკამენტზე ფასები გაიაფდა
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მედიკამენტზე ფასები გაიაფდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ავერსიდან“ აცნობეს, ფასების გაიაფება დაკავშირებულია ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, როგორც კი მოხდა ლარის კურსის გამყარება კომპანიამ მაშინათვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლარის გამყარება ასახულიყო მედიკამენტების ფასზე და ეს მომხარებლისთვისაც ყოფილიყო სასარგებლო. ფასების გაიაფება მოხდება არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ აფთიაქში წარმოდგენილ თითქმის ყველა პროდუქციაზე, მოვლის საგნებზე, ბავშვთა კვებასა და აქსესუარებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე. თუ კიდევ მოხდება ლარის კურსის გამყარება კომპანია ავერსი თავის სააფთიაქო ქსელში პროდუქციაზე ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს. გარდა ამისა ძალაში რჩება ფასდაკლების დღეები და ავერსის მომხარებელი კვირაში 3 დღეს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ისარგებლებს 25%–იან ფასდაკლებით მედიკამენტებზე, ხოლო მტრედი ბარათის მფლობელები კი დამატებითი ფასდაკლებით, როგორც მედიკამენტებზე, ასევე მოვლის საგნებზე. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)