|
2025-06-01 09:56:34, 795 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 110 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია BBC-ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, კოკისპირული წვიმის შედეგად ამაღლებულმა წყალმა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი წაიღო. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ნიგერის შტატში მდებარე, მოკვას დასახლება დაზარლდა. შტატის ხელისუფლების ცნობით, რეგიონში მსგავსი მასშტაბის სტიქია უკანასკნელი 60 წელია არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში წვიმების სეზონის დროს, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება, წყალდიდობები ხშირია. მოსალოდნელი კოკისპირული წვიმის შესახებ ნიგერიის ხელისუფლებამ ქვეყნის 36 შტატიდან 15 გააფრთხილა. 2022 წელს ნიგერიაში წყალდიდობას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონამდე ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)