|
2025-05-30 15:55:20, 819 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმების ორივე პროექტი, რუსულიც და უკრაინულიც, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება
მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმების პროექტები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმების ორივე პროექტი, რუსულიც და უკრაინულიც, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება, რისთვისაც რუსეთის დელეგაცია ორშაბათს დილიდან სტამბოლში მზად იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კონტაქტების მომზადებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დელეგაციის დონეზე მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. პესკოვის თქმით, პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პრინციპულად მომხრეა უმაღლეს დონეზე კონტაქტების. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პრინციპულად მომხრეა უმაღლეს დონეზე კონტაქტების. რა თქმა უნდა, ასეთი კონტაქტები მოთხოვნადია, მაგრამ საჭიროა მათი მომზადება“, - აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად უზიარებს თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის აშშ-ში, რუსეთის პოზიციას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტი პუტინი მუდმივად აწვდის თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის ამერიკის წარმომადგენლებს, ჩვენს პოზიციას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები გაგებულია, მათ შორის ვაშინგტონში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)