|
2025-05-30 12:25:36, 603 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - მთავარია, რას ფიქრობს ქართული მხარე კიტ კელოგის განცხადებაზე
კიტ კელოგის განცხადებაში მთავარია, ქართული მხარე რას ფიქრობს ამაზე. ერთია, ჩვენ, როგორც პარტიას, რა პოზიცია გვაქვს, მაგრამ მეორეა, ხელისუფლებას რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ დროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც არ საუბარობ საკუთარ უსაფრთხოებაზე, წაშლილი გაქვს შენი სახელმწიფო მსოფლიო რუკიდან, არ უნდა გამორიცხო, რომ შენი საკითხი იყოს ნიველირებული მოლაპარაკებების დროს. „კიტ კელოგის განცხადებაში ჩვენთვის მთავარია, ქართული მხარე რას ფიქრობს ამ განცხადებაზე. ერთია, ჩვენ, როგორც პარტიას, რა პოზიცია გვაქვს, მეორეა, ჩვენს ხელისუფლებას რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ დროს. მნიშვნელოვანია, საქართველო რას აკეთებს, ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ გვინდა რომ ვიყოთ და ჩვენი პოზიცია ჩვენ თვითონ გამოვხატოთ. შენ თვითონ როდესაც არ ლაპარაკობ საკუთარ უსაფრთხოებაზე, წაშლილი გაქვს შენი სახელმწიფო მსოფლიო რუკიდან, არ უნდა გამორიცხო, რომ შენი საკითხი იყოს ნიველირებული მოლაპარაკებების დროს. ამიტომ გვჭირდება სასწრაფოდ ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხი, ისევ დაბრუნდეს მსოფლიოს დღის წესრიგში. ნებისმიერ ასეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იქნება რუსეთი, უკრაინა, აშშ და მოლდოვა, საქართველოსთვისაც იყოს დამატებითი სკამი გამოყოფილი. სადაც ქვეყანას ეყოლება ნორმალური წარმომადგენელი და არა ირაკლი კობახიძე. მარტივი საკითხია, ერთია, რუსეთი რას აყენებს და რა პირობით დადის, მეორეა, ჩვენ რას ვაყენებთ. უკრაინული მხარისგან ხომ მოგისმენიათ, მათთვის ეს პრობლემური საკითხია, მოლდოვისგანაც მოგვისმენია, რომ არ აპირებენ უარის თქმას. ირაკლი კობახიძის განცხადება მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? თვითონ „ოცნებას“ უნდა, უარი ვთქვათ, რუსების მხარეზე არიან, ეს არის სხვაობა. ჩვენთვის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია არის არა მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება, ქართულ ოცნებას ეს ფეხებზე ჰკიდია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ. უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ვლადიმერ პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზე.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)