|
2025-05-30 10:01:45, 771 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, სავარაუდოდ, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, სავარაუდოდ, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას. კიტ კელოგის თქმით, ლონდონსა და პარიზში გამართული შეხვედრების დროს, სწორედ ამ ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა „მემორანდუმის“ უკრაინული ვარიანტის ჩამოყალიბებაში, რომელიც 22 პუნქტისგან შედგებოდა. თუმცა, მოლაპარაკებების ჩატარების დაბრკოლებად კიტ კელოგი ე.წ. მემორანდუმის რუსული ვერსიის არარსებობას ასახელებს. „პრეზიდენტი ტრამპი როდესაც პუტინთან საუბრობდა, თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გადმოგზავნიდა საკუთარ მემორანდუმს, მაგრამ ჩვენ ის ჯერ კიდევ არ გვინახავს, არც უკრაინელებს. მე ვკითხე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ნახა თუ არა იგი, მან მიპასუხა – არა. ასევე მქონდა საუბარი უკრაინელ მომლაპარაკებლებთან – რუსტემ უმეროვთან, რომელიც შემდეგ კვირას სტამბოლში მოლაპარაკებებს ჩაატარებს. მასაც არ უნახავს ეს მემორანდუმი“, – განაცხადა კიტ კელოგმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებების უპირველესი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უნდა შევადაროთ რუსული და უკრაინული წინადადებები, გამოვყოთ თემები, რომლებიც შესაფერისია მოლაპარაკებებისთვის და ისეთები, რომლებიც კომპრომისს არ ექვემდებარება. ვნახავთ, რას მივიღწევთ, როდესაც შემდეგ კვირას სტამბოლში ვიქნებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)