|
2016-03-17 13:23:19, 760 ნახვა
ეკონომიკა
„თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერი გამოაცხადა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სატენდერო პირობების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული ვითარება გაუმჯობესდება და თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, პოლიგონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, აღმოიფხვრება. მათივე ინფორმაციით, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, აღნიშნულ ტენდერამდე, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში „თბილსერვის ჯგუფმა“ მოწვეული (IBRD, KFW) ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვა/ტენდერი საპროექტო სამუშაოების (პროექტის) შესადგენად გამოაცხადა. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, უჯრედების გეომემბრანით გადახურვის სარეკულტივაციო სამუშაოები და წარმოქმნილი ბიოგაზის შეგროვების/გადამუშავების სისტემის მოწყობა განხორციელდება. სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 აპრილს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)