|
2025-05-29 16:54:29, 758 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის
რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ რუსეთსა და უკრაინასთან კონტაქტში ვართ. კონფლიქტის მოგვარების გზა დიპლომატიასა და დიალოგზე გადის. მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალასა და შესაძლებლობებს ვიყენებთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ მედინსკი მზად არის 2 ივნისს, სტამბოლში უკრაინის დელეგაციას სამშვიდობო პროცესის შესახებ მემორანდუმი წარუდგინოს. სერგეი ლავროვის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის მემორანდუმს წინასწარ უნდა გაეცნოს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)