|
2025-05-29 12:03:46, 989 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ძვირფასო თანამემამულენო! მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამით, ინციდენტის შედეგად, ჩვენი გმირი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, ზაურ გურციევი დაიღუპა“, - წერს სტავროპოლის მხარის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე. რუსული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე გურციევი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. „ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის უკრაინელი ნაცისტების მონაწილეობით ტერორისტული აქტის ორგანიზება“, - აღნიშნა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა. რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, გურციევი 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების მიზნით რუსეთის საჰაერო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)