|
2025-05-29 11:29:16, 749 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია
უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია“. „რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)