|
2025-05-29 09:54:21, 794 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკი მადლობას უხდის ტრამპს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, DOGE-ის, მართვის შესაძლებლობა მისცა. ამასთან, მისი განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას გააგრძელებს. „რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, - წერს მასკი X-ზე. დასავლური მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მასკის გათავისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყება. შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის ზომის შემცირების ხმაურიან კამპანიას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ათასობით ფედერალური სამუშაო ადგილი შემცირდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)