|
2025-05-28 10:24:51, 680 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში დრონების მწარმოებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. სოციალურ ქსელებში ქვეყნდება დუბნას ცაში დრონების ფრენის, ასევე დაჯახების შემდეგ აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი ვიდეოები. „კრონშტადტის“ ქარხნის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ის ქმნის უპილოტო საფრენ აპარატებსა და საავიაციო ტექნიკას. ქალაქი დუბნა დედაქალაქ მოსკოვიდან 121 კილომეტრში მდებარეობს. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დღეს დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ 33 დრონი ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ. ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)