|
2025-05-27 18:33:15, 651 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - კიევისგან სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია მივიღეთ და მოსკოვისგან ველით
აშშ-მა ომის დასასრულებლად პირობების სია უკრაინისგან მიიღო, ახლა რუსეთისგან ველით. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგა, ვლადიმირ პუტინს ელაპარაკებოდა, “რუსებმა თქვეს, რომ აპირებენ ე.წ. მემორანდუმის მომზადებას”. “მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია კიევისგან, და მოსკოვისგან უნდა მივიღოთ ისინი… ამის შემდეგ იღებთ ორ დოკუმენტს და მათ აერთიანებთ. ერთად აჯამებთ... და კითხვას სვამთ: სად შეიძლება საერთო წერტილის პოვნა, რათა გავაერთიანოთ? და როდესაც მივიღებთ მათ “სასწრაფო გეგმას” ან მემორანდუმს, მაშინ შევადგენთ საერთო ვარიანტს, და კიდევ ერთი შეხვედრა შედგება”, - განაცხადა კელოგმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოწყობა ვატიკანში სურდა, მაგრამ “მოსკოვმა უარყო ეს”.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)