18:11 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 14:26:04, 713 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს უკვე აშშ-ის უკიდურესად საშიში დოქტრინის მატერიალური გამოხატულებაა, რომელიც გულისხმობს ე.წ. პრევენციულ და რეალურად განიარაღების მიზნით დარტყმების განხორციელებას. ეს ავანტიურული მიდგომაა და სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს ძირს უთხრის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ჩატარების მიზნით შეიარაღების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„მსგავსი ქმედებები კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ კოსმოსი დაპირისპირების არენად იქცეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარის პროექტი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics