|
2025-05-25 10:07:46, 1101 ნახვა
საზოგადოება
ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები – ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება. თინათინ რუხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და მჭიდრო კულტურულ კავშირებს. „ჩემთვის პატივია, საქართველოს კულტურა წარმოვადგინო, როგორც მინისტრმა. ასევე, მინდა, იცოდეთ, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ძალიან დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე, დარბაზში, რომელიც ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს და თანამედროვე აზერბაიჯანის კულტურული სიმბოლოა. საქართველო და აზერბაიჯანი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ მჭიდრო კულტურულ კავშირებს და ტრადიციებს. ჩვენ დღესაც ვართ ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, გვერდიგვერდ ვდგავართ და ამ ურთიერთობების, კულტურული დიალოგისა და მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე ვართ. დღევანდელ კონცერტს განსაკუთრებული სიყვარულით ვამზადებდით. მინდა, წარვადგინო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და ის დიდი გუნდი, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ეს არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ბენდის წევრები, არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები და ის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელთან ერთადაც მაესტრომ, როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, დღევანდელი დღისთვის სპეციალურად მოამზადა ეს პროგრამა. ვფიქრობ, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ადილთან ერთად კიდევ მოვახერხებთ სულ სხვა ტიპის საერთო პროექტებით გაგახაროთ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მაყურებელი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძემ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა. კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი. 26 მაისს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)